სამშაბათი, 16 აპრილი , 2024, 19:24

მიზეზ-შედეგობრივი კავშირი, მიღებულ ტრამვასთან და დამდგარ შედეგს შორის არ არის – გეჯაძე ლაშქარავაზე

დამოუკიდებელი ექსპერტი ალექსანდრე გეჯაძე, რომელიც ეთანხმება სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს ოფიციალურ დასკვნას, აცხადებს, რომ ლექსო ლაშქარავას 5 ივლისს მიღებულ ტრავმასა და 11 ივლისის გარდაცვალებას შორის მიზეზ-შედეგობრივი კავშირში არ არის.

”მიზეზ-შედეგობრივი კავშირი არ არის მიღებულ ტრამვასთან და დამდგარ შედეგს შორის. გამომდინარე იმ კვლევის შედეგებიდან, რომელიც დაიდო. შინაგანი ორგანოების ჰისტოლოგიური კვლევით ასევე ავადმყოფობის ისტორის მონაცემებით სადაც იწვა ცხნობეული. გაწერეს საავადმყოფოდან სტაბილური მდგომარეობაში,  აღარ საჭიროებდა დაწოლა და არც რაიმე ოპერაციული ჩარევა განმეორებით და არც პოსტ-ტრამვულ გართულებებს ჰქონია ადგილი სამედიცინო მონაცემებით.”- განაცხადა გეჯაძემ.

სამხარაულის ექპერტიზის დასკვნის გამოქვეყნების შემდეგ, დღეს, სპეციალურ ბრიფინგზე გეჯაძემ კომენტარი პირველად გააკეთა. მან განაცხადა, რომ დასკვნას ხელი ლექსო ლაშქარავას გარდაცვალებიდან თითქმის 6 თვის შემდეგ, 2021 წლის 30 დეკემბერს მოაწერა.

დასკვნა ხელისუფლებამ გუშინ, მას შემდეგ გამოაქვეყნა, რაც UNESCO-მ ლექსო ლაშქარავა მოკლული ჟურნალისტების სიაში შეიყვანა.