მითვალთვალებენ, ოპერატიული მანქანები დამყვება – ხატია დეკანოიძე

“ნაციონალური მოძრაობის” ლიდერი და ისნის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ხატია დეკანოიძე ამბობს, რომ სუს-ის თანამშრომლები უთვალთვალებენ. მისი თქმით, მას წერილი მისწრეს, სადაც ყველა იმ ოპერატიული ავტომობილის ნომერი იყო ჩამოთვლილი, რომელიც მას დაყვებიან.

“დარწმუნებული ვარ, მანამდეც არ გვაკლდა თვალთვალი, მაგრამ მას შემდეგ რაც ძალიან სერიოზული საფრთხე დაინახეს, რამდენიმე დღის წინ მივიღე ძალიან ვრცელი შეტყობინება, ფურცელზე დაწერილი, მესმის რომ ვიღაცამ ეს შეიძლება ისე დაწეროს, მაგრამ ოპერატიული მანქანის ნომრებია ჩამოთვლილი, როგორ გვითვალთვალებენ მე, ჩემი ოჯახის წევრებს, ჩემს მეგობრებს პარტიაში და პარტიის ლიდერებს. მათ შორის ყველა იმ ადამიანს ვინც ჩემს გუნდშია.

ჩვეულებრივად, მანქანის ოპერატიული ნომრებია. სუს-ი საკუთარ უფლებამოვალეობას არ ასრულებს და დასდევს ოპოზიციის ლიდერებს. ყველაფერი ეს არის ზუსტად იმ შიშის შედეგი რაც აქვს “ქართულ ოცნებას”, – ამბობს დეკანოიძე მთავარი არხის ეთერში.