მითხრა რომ 2-ჯერ ჰქონდა სუიციდის მცდელობა, თუმცა აღარ ჩავეძია არ მინდოდა დამემძიმებინა – დეა კაპანაძე თამარ ბაჩალიალშვილზე

გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის მეგობარი დეა კაპანაძე “კურიერთან” საუბარში  იხსენებს, რომ 2-3 წლის წინ მას, ბაჩალიაშვილი სუიციდის მცდელობაში გამოუტყდა.

“3 თუ 2 წლის წინ იყო, აივანზე ვიჯექით და ძალიან ბედნიერი ვიყავი იმით, რომ გამიმხილა ასეთი რაღაც და თავი ვიგრძენი, რომ მართლა ახლო მეგობარი ვიყავი მისთვის, რომ მითხრა აღარ ჩავეძიე, არ მინდოდა რომ გული მეტკინა და დამემძიმებინა, მითხრა რომ 2-ჯერ ჰქონდა სუიციდის მცდელობა,” –  განაცხადა დეა კაპანაძემ.

დეა კაპანაძე კატეგორიულად უარყოფს რომ მან ჩვენება 5-ჯერ შეცვალა და აცხადებს რომ მას დაკითხვაზე სხვადასხვა კითხვებს უსვამდნენ და შესაბამისად პასუხებიც განსხვავებული იყო.

“ მესმის რომ შვილი ჰყავს მკვდარი და გულთანაც მიმაქვს ეს ყველაფერი და მართლა ბოლომდე მესმის. ჰგონია რომ ვიმალები, მაგრამ რაც ვიცოდი, პოლიციაში მართლა ყველანაირად ვეხმარები, რომ პატარა დეტალიც გავიხსენო, რაც შეიძლება გამოსადეგი იყოს. არ შემიცვლია 5-ჯერ ჩვენება, იყო მაგალითად, რომ პირველი 2 დღე არც კი ვფიქრობდი, რომ შეიძლებოდა მკვდარი სადმე გვენახა, ვფიქრობდით, რომ ვიღაცამ მოიტაცა ან რაღაც მსგავსი. დავაფიქსირე ჩვენებაშიც, რომ თავის მოკვლა ან მკვლელობა გამორიცხული რაღაცაა, მერე გარდაცვლილი რომ ვიპოვეთ სხვანაირად დავიწყე ფიქრი.5ჯერ ნამდვილად არ შემიცვლია, უბრალოდ გარემოებები იყო ისეთი, რომ სხვა და სხვა უწყება მკითხავდა და ყველას ჰქონდა სხვადასხვა კითხვები და სხვადასხვა კითხვებზე სხვადასხვა პასუხები იყო,” – განაცხადა, დეა კაპანაძემ “კურიერთან”.