მილანი, ვარშავა, სტამბოლი, კიევი, მინსკი – ოქტომბერში ამ ქალაქებში გაფრენას შეძლებთ, ჩამოფრენას – ვერა

საქართველოს ავიაციის სააგენტო ოქტომბრის თვის რეგულარულ და ჩარტერული ფრენების განრიგს ავრცებს. 24 სექტემბრის მონაცემებით, საქართველოდან სულ 72 ფრენა შესრულდება, აქედან 28 მხოლოდ ცალხმრივი რეისი იქნება – რეისი მგზავრებს წაიყვანს, თუმცა უკან არავის წამოიყვანს.

კიევის, სტამბოლის, მინსკის და ვარშავის მიმართულებით კვლავ ცალმხრივი ფრენებია დაგეგმილი. ამ ჩამონათვალს დაემატა ერთი რეისი მილანის მიმართულებით – 5 ოქტომბერს თბილისიდან ბერგამოს აეროპორტში ცალმხრივი ფრენა შესრულდება, მილანიდან თბილისში კი, თვითმფრინავი მგზავრებს არ წამოიყვანს.

განრიგის მიხედვით, ოქტომბერში ავიაკომპანია აირზენა სულ 17 ჩარტერულ რეისს შეასრულებს პარიზის, ბერლინის, ამსტერდამის და ვენის მიმართულებით. კვლავ დაგეგმილია Air France-ს, Air Baltic-ის და Lufthansa-ს რეგულარული ფრენები თბილისი-პარიზის, თბილისი-რიგის და თბილისი-მიუნხენის საჰაერო ხაზზე. ასევე, შესრულდება რიგა-ქუთაისი-რიგის რეისები.

ოქტომბრის განრიგი ასეთია:

1 ოქტომბერი

  • რიგა-თბილისი-რიგა (Air Baltic)
  • თბილისი-სტამბოლი (პეგასუსის ავიახაზები, მხოლოდ წაიყვანს მგზავრებს)
  • თბილისი-მინსკი (ბელავიის ავიახაზები, მხოლოდ წაიყვანს მგზავრებს)

2 ოქტომბერი

  • თბილისი-ბერლინი-თბილისი (აირზენა)
  • მიუნხენი-თბილისი-მიუნხენი (ლუფტჰანზა)

3 ოქტომბერი

  • თბილისი-ამსტერდამი-თბილისი (აირზენა)
  • პარიზი-თბილისი-პარიზი (Air France)
  • თბილისი-ვარშავა (პოლონეთის ავიახაზები, მხოლოდ წაიყვანს მგზავრებს)
  • თბილისი-სტამბოლი (თურქეთის ავიახაზები, მხოლოდ წაიყვანს მგზავრებს)

4 ოქტომბერი

  • თბილისი-ვენა-თბილისი (აირზენა)
  • თბილისი-სტამბოლი (პეგასუსის ავიახაზები, მხოლოდ წაიყვანს მგზავრებს)
  • ქუთაისი-რიგა-ქუთაისი (Wizzair)

5 ოქტომბერი

  • თბილისი-ამსტერდამი-თბილისი (აირზენა)
  • თბილისი-ბერგამო (Myway Airlines, მხოლოდ წაიყვანს მგზავრებს)
  • რიგა-თბილისი-რიგა – Air Baltic
  • მიუნხენი-თბილისი-მიუნხენი (ლუფტჰანზა)

6 ოქტომბერი

  • თბილისი-პარიზი-თბილისი (აირზენა)
  • თბილისი-კიევი (YanAir Airlines, მხოლოდ წაიყვანს მგზავრებს)

7 ოქტომბერი

პარიზი-თბილისი-პარიზი (Air France)

8 ოქტომბერი

  • რიგა-თბილისი-რიგა (Air Baltic)
  • თბილისი-სტამბოლი (პეგასუსის ავიახაზები, მხოლოდ წაიყვანს მგზავრებს)
  • თბილისი-მინსკი (ბელავიის ავიახაზები, მხოლოდ წაიყვანს მგზავრებს)

9 ოქტომბერი

  • თბილისი-ბერლინი-თბილისი (აირზენა)
  • მიუნხენი-თბილისი-მიუნხენი (ლუფტჰანზა)

10 ოქტომბერი

  • თბილისი-ამსტერდამი-თბილისი (აირზენა)
  • თბილისი-ვარშავა (პოლონეთის ავიახაზები, მხოლოდ წაიყვანს მგზავრებს)
  • თბილისი-სტამბოლი (თურქეთის ავიახაზები, მხოლოდ წაიყვანს მგზავრებს)
  • თბილისი-კიევი (SkyUp Airlines, მხოლოდ წაიყვანს მგზავრებს)
  • პარიზი-თბილისი-პარიზი (Air France)

11 ოქტომბერი

  • თბილისი-სტამბოლი (პეგასუსის ავიახაზები, მხოლოდ წაიყვანს მგზავრებს)
  • რიგა-ქუთაისი-რიგა (Wizzair)

12 ოქტომბერი

  • თბილისი-ამსტერდამი-თბილისი (აირზენა)
  • რიგა-თბილისი-რიგა (Air Baltic)
  • მიუნხენი-თბილისი-მიუნხენი (ლუფტჰანზა)
  • თბილისი-სტამბოლი (თურქეთის ავიახაზები, მხოლოდ წაიყვანს მგზავრებს)

13 ოქტომბერი

  • თბილისი-პარიზი-თბილისი (აირზენა)

14 ოქტომბერი

  • პარიზი-თბილისი-პარიზი (Air France)

15 ოქტომბერი

  • რიგა-თბილისი-რიგა (Air Baltic)
  • თბილისი-სტამბოლი (პეგასუსის ავიახაზები, მხოლოდ წაიყვანს მგზავრებს)
  • თბილისი-მინსკი (ბელავიის ავიახაზები, მხოლოდ წაიყვანს მგზავრებს)

16 ოქტომბერი

  • თბილისი-ბერლინი-თბილისი (აირზენა)
  • მიუნხენი-თბილისი-მიუნხენი (ლუფტჰანზა)

17 ოქტომბერი

  • თბილისი-ამსტერდამი-თბილისი (აირზენა)
  • თბილისი-ვარშავა (პოლონეთის ავიახაზები, მხოლოდ წაიყვანს მგზავრებს)
  • თბილისი-სტამბოლი (თურქეთის ავიახაზები, მხოლოდ წაიყვანს მგზავრებს)
  • თბილისი-კიევი (SkyUp Airlines, მხოლოდ წაიყვანს მგზავრებს)
  • პარიზი-თბილისი-პარიზი (Air France)
  • რიგა-ქუთაისი-რიგა (Wizzair)

18 ოქტომბერი

  • თბილისი-ვენა-თბილისი (აირზენა)
  • თბილისი-სტამბოლი (პეგასუსის ავიახაზები, მხოლოდ წაიყვანს მგზავრებს)

19 ოქტომბერი

  • რიგა-თბილისი-რიგა (Air Baltic)
  • მიუნხენი-თბილისი-მიუნხენი (ლუფტჰანზა)
  • თბილისი-სტამბოლი (თურქეთის ავიახაზები, მხოლოდ წაიყვანს მგზავრებს)

21 ოქტომბერი

  • პარიზი-თბილისი-პარიზი (Air France)

22 ოქტომბერი

  • რიგა-თბილისი-რიგა (Air Baltic)
  • თბილისი-სტამბოლი (პეგასუსის ავიახაზები, მხოლოდ წაიყვანს მგზავრებს)
  • თბილისი-მინსკი (ბელავიის ავიახაზები, მხოლოდ წაიყვანს მგზავრებს)

23 ოქტომბერი

  • თბილისი-ბერლინი-თბილისი (აირზენა)
  • მიუნხენი-თბილისი-მიუნხენი (Lufthansa)

24 ოქტომბერი

  • თბილისი-ამსტერდამი-თბილისი (აირზენა)
  • თბილისი-ვარშავა (პოლონეთის ავიახაზები, მხოლოდ წაიყვანს მგზავრებს)
  • თბილისი-სტამბოლი (თურქეთის ავიახაზები, მხოლოდ წაიყვანს მგზავრებს)
  • თბილისი-კიევი (SkyUp Airlines, მხოლოდ წაიყვანს მგზავრებს)
  • პარიზი-თბილისი-პარიზი (Air France)
  • რიგა-ქუთაისი-რიგა (Wizzair)

26 ოქტომბერი

  • თბილისი-ამსტერდამი-თბილისი (აირზენა)

27 ოქტომბერი

  • თბილისი-პარიზი-თბილისი (აირზენა)

28 ოქტომბერი

  • პარიზი-თბილისი-პარიზი (Air France)

31 ოქტომბერი

  • თბილისი-ამსტერდამი-თბილისი (აირზენა)
  • თბილისი-სტამბოლი (თურქეთის ავიახაზები, მხოლოდ წაიყვანს მგზავრებს)
  • თბილისი-კიევი (SkyUp Airlines, მხოლოდ წაიყვანს მგზავრებს)
  • პარიზი-თბილისი-პარიზი (Air France)

საქართველოში რეგულარული ფრენები ამჯერად პირველ ნოემბრამდეა გადავადებული. გამონაკლისი მხოლოდ მიუნხენის, რიგის და პარიზის მიმართულებებია.