”თითქოს დაპატარავებული იყო” – ბენ ჰოჯესი პუტინზე

“უკმაყოფილო იყო, თან თითქოს დაპატარავებულიც და აქ ფიზიკურ ზომას არ ვგულისხმობ.”- ამის შესახებ, ევროპაში აშშ-ის სახმელეთო ჯარების ყოფილი მეთაური ბენ ჰოჯეს, “მთავარ არხთან” საუბრობს. ჰოჯესის თქმით, რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი პრესკონფერენციაზე უკმაყოფილო ჩანდა.

“არ ვთვლი, რომ პუტინი კმაყოფილი იყო. მე თავიდან ბოლომდე ვუყურე მის პრესკონფერენციას, მოვისმინე მისი პასუხები და მიმაჩნია, რომ უკმაყოფილო იყო, თან თითქოს დაპატარავებულიც და აქ ფიზიკურ ზომას არ ვგულისხმობ. თავად განსაჯეთ, პრეზიდენტი ბაიდენი ჟენევაში ჩავიდა დიდი შვიდეულისა და ნატოს წარმატებული სამიტების შემდეგ, ასევე, ევროკავშირის ლიდერებთან წარმატებული შეხვედრის შემდეგ, პრეზიდენტ პუტინს კი გვერდით არავინ ჰყავს ლუკაშენკოს გარდა”, – განაცხადა ბენ ჰოჯესმა.