მინდა, თავმჯდომარე იყოს სურამელაშვილი, გენმდივანი – ჯაჯო – ამაშუკელი თავის პარტიაზე

ქართველი პოეტი რეზო ამაშუკელი პარტიის შექმნას აანონსებს. მისი თქმით, პარტიის ხელმძღვანელობის პოსტზე კონსულტაციებს მართავს მომღერალ გია სურამელაშვილთან და ტელეწამყვან გია ჯაჯანიძესთან.

“მინდა, პარტიის თავმჯდომარე იყოს გია სურამელაშვილი, გენერალური მდივანი – ჩვენი ჯაჯო, რომელსაც როდის უმღერა რეი ჩარლზმა, როდის განჭვრიტა, რომ ამხელა პიროვნება დაიბადებოდა საქართველოში და რასაკავირველია მე, ჯაჯოს მოადგილე [ვიქნები].

დარწმუნებული ვარ, მაგას ქართველობაში და ვაჟკაცობაში… ამიტომ ვაანონსებ, ძალიან მალე ჩვენ შევაზანზარებთ ქართულ პოლიტიკას! “ჩერეზჩუ” შიგ შევაზანზარებთ”,– ამბობს რეზო ამაშუკელი ვიდეომიმართვაში.