მინისტრი აღარ ვიქნები, ვიქნები პარლამენტში – თეა წულუკიანი

„მე იუსტიციის მინისტრი აღარ ვიქნები“, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ საარჩევნო სიის წევრმა თეა წულუკიანმა „რუსთავი 2“ -ის ეთერში განაცხადა.

„მინისტრი აღარ ვიქნები, ვიქნები პარლამენტში. დაგეგმილი არ არის რომ მე დავბრუნდე იუსტიციის სამინისტროში და ახლა გეუბნებით შიშველ ციფრებს, კარგი იქნება თუ დამითმობთ ეთერს და ჩემ რვაწლიან მოღვაწეობას გაგაცნობთ ეს ძალიან საინტერესოა” – განაცხადა წულუკიანმა.