მისი მესმის, თვეების განმავლობაში დაუმსახურებელი წნეხის ქვეშ იყო – სერგეენკო ჟვანიაზე

მისი მესმის, თვეების განმავლობაში დაუმსახურებელი წნეხის ქვეშ იყო- საპარლამენტო უმრავლესობის წევრის დავით სერგეენკოს თქმით, თამარ ჟვანიას მიერ ცესკო-ს თავმჯდომარის თანამდებობის დატოვება მისთვის “ადამიანურად გასაგებია”.

“წავიკითხე მისი განმარტება, თუმცა ჩემ მოსაზრებასაც მოგახსენებთ: ადამიანურად ძალიან მესმის მისი ეს გადაწყვეტილება, იმიტომ, რომ ამ თვეების განმავლობაში ჩემი აზრით დაუმსახურებელი შეურაცხყოფის და დაუმსახურებელი წნეხის ქვეშ იყო. დაუმსახურებელი იმიტომ, რომ ყველა საერთაშორისო ორგანიზაციამ, ვისი სპეციალობაც არის არჩევნების შედეგების შესწავლა, დაადასტურა, რომ ხარვეზები იყო მაგრამ სერიოზული დარღვევები არ ყოფილა”, – თქვა სერგეენკომ.