მისი ჩამოსვლა ნიშნავს, რომ ევროკავშირი არსად წასულა, ის აქ არის – ზურაბიშვილი მიშელზე

საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, ევროპის საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის საქართველოში ვიზიტი ნიშნავს, რომ “ევროკავშირი არსად წასულა, აქ არის”.

“დღეს პრეზიდენტის ჩამოსვლა საქართველოში ნიშნავს, რომ ევროკავშირი არსად წასულა, აქ არის და როგორც არასდროს, ევროკავშირისთვის მნიშვნელოვანია, რომ საქართველომ თავისი ევროპული გზა და დემოკრატიული გზა გააგრძელოს და არაფერმა ამ გზაზე არ შეუშალოს ხელი. როგორც არასდროს ეს მნიშვნელოვანია გამომდინარე იქიდან, რომ ამ რეგიონში ვითარება შეიცვალა, და საჭიროა, რომ ის რაც იყო და არის საქართველო, ანუ სტაბილურობის და დემოკრატიის კუნძული, ეს კიდევ გაძლიერდეს და გამყარდეს”, – თქვა სალომე ზურაბიშვილმა შეხვედრის დასრულების შემდეგ.

შარლ მიშელი მხარეებს მოუწოდებს, პოლიტიკური კრიზისის განეიტრალება შეძლონ.