მის ხუთივე პუნქტს, არ მოეწერება ხელი – ვაშაძე დოკუმენტზე

“მის ხუთივე პუნქტს, არ მოეწერება ხელი” –  სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერის, გიორგი ვაშაძის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ქართულმა ოცნებამ ხელი მოაწერა ე.წ. დანიელსონის დოკუმენტს, პარტია არ ეთანხმება მასში აღნიშნულ ხუთივე პუნქტს.

“ჩვენ გვექნება ელჩებთანაც კომუნიკაცია. ყველამ ძალიან კარგად იცის, რომ პოლიტიკური მართლმსაჯულება უბრალოდ, ფრაზებით ვერ დასრულდება. დანიელსონის შემოთავაზება იყო ამ სამ პუნქტზე ხელმოწერა და იმ ორ პუნქტზე გაგრძელება მსჯელობის. დაველოდებით მათთან კომუნიკაციას. ამ ფორმით, ამ დოკუმენტს, ნამდვილად, ხუთივე პუნქტს, არ მოეწერება ხელი. იმ სამ პუნქტზე ჩვენც მზად ვართ, რომ ხელი მოვაწეროთ, მაგრამ, ეს საბოლოო შეთანხმებას არ ნიშნავს. ლამის ყოველსაათობრივი კომუნიკაცია მქონდა ჩვენს დასავლელ პარტნიორებთან და ვფიქრობ, რომ ეს ახლა, რაც გააკეთა ქართულმა ოცნებამ, მათთვისაც სიურპრიზი იყო გარკვეულწილად”, – ამბობს ვაშაძე.