მიუღებელია ადამიანების ჩაგვრა სექსუალური ორიენტაციით თუ ნებისმიერი სხვა ნიშნით – ლეიბორისტული პარტია

“მიუღებელია ადამიანების ჩაგვრა სექსუალური ორიენტაციით თუ ნებისმიერი სხვა ნიშნით” ლეიბორისტული პარტიის განცხადებით, მათთვის ადამიანის ჩაგვრა სექსუალური ორიენტაციით თუ სხვა ნებისმიერი ნიშნით მიუღებელია.

“ჩვენთვის მიუღებელია ადამიანების ჩაგვრა სექსუალური ორიენტაციით თუ ნებისმიერი სხვა ნიშნით. კანონის წინაშე ყველა თანასწორია და ყველას აქვს უფლება იყოს ბედნიერი, თავად განკარგავდეს საკუთარ ცხოვრებას და სარგებლობდეს კანონით მინიჭებული უფლებებით. ლეიბორისტული პარტია ყოველთვის გმობდა და დაგმობს დისკრიმინაციის ყოველგვარ ფორმასა და გამოვლინებას, ასევე ყველაფერს გააკეთებს მომავალშიც, რათა დამკვიდრდეს თანასწორობის კონსტიტუციური პრინციპი”, -აცხადებენ პარტიაში.