“ზვიადისტები გვყავდა, პუჩისტებიც, მიშისტები, ბიძინისტები… ახლა გვყავს სამაგიეროდ მიშელისტები! 30 წელი ბნელ ტყეში რომ მოვდიოდით, ძლივს აღმოვაჩინეთ 21-ე საუკუნეში, რომ თურმე ამ ქვეყნის ბედნიერება მიშელის დოკუმენტზე გადის. აი ამის დამტკიცებას ცდილობს მიშელის დოკუმენტზე ხელმომწერი, პარლამენტში შესული ოპოზიცია.

გააფეტიშეს, ფაქტიურად, ბიბლიად გაიხადეს ეს დოკუმენტი, სარგებლობას კი მხოლოდ „ქართული ოცნება“ ნახულობს. მითუმეტეს, „ოცნებას“ ხომ თავის რეალობა და პირადი თარგმანები აქვს, სადაც ღრმად არიან დარწმუნებული, რომ მიშელი საერთოდ იმიტომ ჩამოვიდა საქართველოში, რომ ისინი დატოვოს ხელისუფლებაში 2030 წლამდე.

მოკლედ, ახალი ეტაპის დასაწყისი ბოიკოტის დასასრული უნდა ყოფილიყო და ვინც ამ მიშელის დოკუმენტზე ხელმოწერით ხალხის ინტერესები გაყიდა და ჭაობში დაგვაბრუნა, მათი ადგილი ქართულ პოლიტიკაში საერთოდ აღარ უნდა იყოს, რადგან ეს ხალხის მოთხოვნა ნამდვილად არ ყოფილა! და ასე მიშელისტებად უნდა დარჩნენ ბოლომდე”

წერს პოლიტიკური მოძრაობა “ტრიბუნას” ლიდერი, დავით ჭიჭინაძე.