მიხარია, რომ ვხედავ ამომრჩევლებს უბანზე – კელი დეგნანი

“მიხარია, რომ ვხედავ ამომრჩევლებს უბანზე”- აშშ-ის ელჩი კელი დეგნანი არჩევნების დღეს მარნეულში ჩავიდა და რამდენიმე უბანზე მივიდა.

“მიხარია, რომ აქ ვარ, მარნეულში. მიხარია, რომ ვხედავ ამომრჩევლებს უბანზე, პირბადეებით. არჩევნები ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოსთვის. მთავარია მშვიდი ატმოსფერო და თავისუფალი არჩევანი ხალხისთვის”, –  განაცხადა კელი დეგნანმა.