მიხეილ რამიშვილი აცხადებს, რომ პროკურატურამ მას მობილური ტელეფონი ჩამოართვა

გარდაცვლილი,თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატის, მიხეილ რამიშვილის აცხადებს, რომ პროკურატურამ მას მობილურიტელეფონი  ჩამოართვა. რამიშვილი ამის შესახებ სოციალურ ქსელში წერს.

“მეგობრებო მობილური ტელეფონი და ნომერი ჩამომართვა პროკურატურამ და გთხოვთ სანამ გარეთ ვიქნები დამიკავშირდით ..” – წერს მიხეილ რამიშვილი სოციალურ ქსელში.

ცნობისთვის,  დღეს ადვოკატმა, მიხეილ რამიშვილმა, პროკურატურაში სუს-ის ყოფილი თანამშრომლის გამოკითხვის ოქმი მიიტანა, სადაც აღნიშნული პიროვნება დეტალურად აღწერს, თუ როგორ უგზავნიდა თამარ ბაჩალიაშვილს „ფლეშკებს“ და აძლევდა გარკვეულ მითითებებს. ადვოკატს  მედიასთან სუს-ის ყოფილი თანამშრომლის ვინაობა არ დაუსახელებია.