”ვერცხლისწყალი იყო სააკაშვილის ორგანიზმში აღმოჩენილი. ჩამონათვალია, რა შეიძლება გამოიწვიოს ვერცხლისწყლის გარკვეულმა ნორმამ. არის ბარიუმი, ტალიუმი… ვერცხლისწყალი ორგანიზმში როგორ მოხვდა, უცნობია, დასკვნის თანახმად, არის [აღმოჩენილი]. ესეც, რა თქმა უნდა, ინტოქსიკაცია არის და ესეც იძლევა საფუძველს, რომ დაუყოვნებლივ იყოს გათავისუფლებული. ვერაფერს ვერ ვიტყვი [როგორ შეიძლება ორგანიზმში მოხვედრილიყო], მხოლოდ ხელოვნურად, იმიტომ, რომ ადამიანი მარტო, იზოლირებულად არის და ახლა თვითონ ვერ გადაყლაპავდა…

დემენცია არის რამდენჯერმე ნახსენები, მძიმე დაავადებაა, რა თქმა უნდა და იძლევა საფუძველს ასევე გასათავისუფლებლად. ეს დასკვნა არის დაწერილი მოწვეული ექსპერტების დასკვნების საფუძველზეც, მათი დასკვნებიც შესულია აქ.”

ამბობს ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დედა, გიული ალასანია ”მთავარ არხთან” ინტერვიუში.