მიხეილ სააკაშვილი მხარდამჭერებს მოუწოდებს, თავისი ჩამოსვლისთვის მოემზადონ

საქართველოს  ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი  მხარდამჭერებს მოუწოდებს, თავისი ჩამოსვლისთვის მოემზადონ და შტაბები შექმნან. ამის შესახებ მან ტელეკომპანია ფორმულას ეთერში განაცხადა.

“მე არასდროს მითქვამს, კონკრეტულად როდის ჩამოვალ და ახლა ვამბობ კონკრეტულად, ჩამოვალ რეფერენდუმის წინ, ჩამოვალ აუცილებლად, დავჯდები თვითმფრინავზე თუ ნებისმიერ სხვა სატრანსპორტო საშუალებაზე. მე ვიქნები საქართველოში. ამიტომ ჩვენმა მომხრეებმა, რომლებიც არიან აბსოლუტური უმრავლესობა საქართველოში… მინდა ვთხოვო ყველას, მოვემზადოთ ამისთვის, შევქმნათ შტაბები”, – განაცხადა სააკაშვილმა.