მიხეილ სააკაშვილს ამერიკელი იურისტი ჯონ სენდვიჯიც დაიცავს

მიხეილ სააკაშვილს ამერიკელი იურისტი, ჯონ სენდვიჯი ერთვება. ამის შესახებ ინფორმაცია ექსპრეზიდენტის ადვოკატებმა გაავრცელეს.

ნიკა გვარამიას თქმით, ის სააკაშვილის საქმის მთავარი საერთაშორისო სპიკერი იქნება.

“ჩვენ ველოდებით აშშ-დან მიხეილ სააკაშვილის იურისტს, რომელიც ძალიან მაღალი კვალიფიკაციისაა და ძალიან მაღალი თანამდებობები ეჭირა ობამა-ბაიდენის ადმინისტრაციაში. ის იქნება მთავარი საერთაშორისო სპიკერი ამიერიდან და ისაუბრებს საერთაშორისო რანგითაც და საქართველოს მიმართულებითაც მთავარ საკითხებზე. დიახ, ჩვენ ვაპირებთ, რომ ამ ყველაფერს ჰქონდეს უმძიმესი შეფასებები და დავფაროთ ამ შეფასებებით მთელი საერთაშორისო საზოგადოება”,- თქვა ნიკა გვარამიამ.