მიხეილ სააკაშვილს არ აღუდგა სატელეფონო საუბრების უფლება – ადვოკატი

მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის, ბექა ბასილაიას განცხადებით, სასამართლომ ექსპრეზიდენტს არ აღუდგინა ზარების განხორციელების უფლება.

“დღესაც არ მიეცა შესაძლებლობა მიხეილ სააკაშვილს სატელეფონო საუბრების უფლება აღედგინა. ასობით, ათასობით საპატიმრო დაწესებულებაში მყოფ ადამიანს შეუძლია, დარეკოს, მიხეილ სააკაშვილს არ შეუძლია. ამ საკითხის სამართლებრივი ასპექტი მეათეხარისხოვანია, რადგან ხელისუფლების ამოცანა არის მიხეილ სააკაშვილის იზოლაცია. დღეს კიდევ ერთხელ მოხდა ლუსტრაცია, რომ ქართული მართლმსაჯულება მართლმსაჯულების განხორციელებაზე უარს ამბობს, თუკი საკითხი წინასწარ არ არის მწვანეანთებული ბრეგაძის მიერ”,– თქვა ბასილაიამ.

მანვე აღნიშნა, რომ სასამართლოს არ აქვს მიღებული მითითება სატელეფონო ზარების აღდგენასთან დაკავშირებით, ამიტომ ამ საკითხს არ განიხილავს.