მიხეილ სააკაშვილს ფეისბუქზე გვერდი გაუტეხეს

ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი წერს, რომ ”ფეისბუქზე” გვერდი გაუტეხეს. სააკაშვილი  სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს ადანაშაულებს.

“სუს-მა, როგორც ჩანს, მოახერხა მაინც ჩემი ფეიჯის გატეხვა, უკვე მეორეჯერ, რაღაც სრულიად გაურკვეველი ტექსტით. ახლა მივწერე Facebook-ს რომ დამატებით დაცვები დაამატოს.მაინც არაფერი არ გამოგივათ მეგობრებო, არც ერთ ამ თემაზე, რომელზეც ახლა ნერვიულობთ. რისი თქმა უნდოდათ ამ ტექსტით, ეგეც ვერ გავიგე ბოლომდე…” – წერს სააკაშვილი.