მკლავჭიდის მაგიდა არ არის მოლაპარაკების მაგიდა – ელისაშვილი

მოქალაქეების ლიდერის, ალეკო ელისაშვილის თქმით, ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის შეთანხმება აუცილებლად უნდა შედგეს და მათ პარტიულ ინტერესებზე წინ ქვეყნის ინტერესები უნდა დააყენონ.

“შეთანხმება გვჭირდება და ნუ არის ერთი მხარეც და მეორე მხარეც გაჯიქებული. მკლავჭიდის მაგიდა არ არის მოლაპარაკების მაგიდა. არ არის აქ, რომ აუცილებლად 1 გამარჯვებული იყოს და ერთმა მეორეს მკლავი გადაუგრიხოს და დაადებინოს. რაზე ვლაპარაკობთ. სამარცხვინო არ არის ეს ოხერი, უცხოელები გვეუბნებიან, თქვენი პარტიული ინტერესების მიღმა დაინახეთ ამ ქვეყნის ინტერესი. ხალხის რეალურ პრობლემებზე იფიქრეთო”,- თქვა ელისაშვილმა ტვ პირველის ეთერში.

ევროპის საბჭოს პრეზიდენტის პირადი წარმომადგენელი, კრისტიან დანიელსონი საქართველოში მედიაციის პროცესს 29 მარტიდან განაახლებს.