მმართველი პარტია აკეთებს ყველაფერს, რომ ქვეყანაში აღარ იყოს სახელმწიფო გადატრიალებები – გავრილოვი მელიას საქმეზე

ის სიცრუე, რომელიც ნიკა მელიას მიერ 20 ივნისის მოვლენების ინტერპრეტირებისას იღვრება, ადასტურებს, რომ სიცრუის ხარჯზე ცდილობენ საქართველოს იმიჯი მისი მეზობლების თვალში შელახონ, – ასე ეხმაურება რუსი დეპუტატი სერგეი გავრილოვი2019 წლის 20 ივნისის მოვლენებზე ნიკა მელიას მიერ გაკეთებულ განცხადებებს.

„ჩვენ მზად ვართ მხარი დავუჭიროთ ქართველი ხალხის თავისუფალ არჩევანს, მისი დამოუკიდებელობისა და სუვერენიტეტის სასარგებლოდ. ოპოზიციისა და გადატრიალებაში მონაწილეების ერთ-ერთი მიზანია მაქსიმალურად გაართულონ საქართველოს ურთიერთობა, ეკონომიკურ, სულიერ და კულტურულ საკითხებში მის შესაძლო პარტნიორებთან, მოახდინონ საქართველოს მაქსიმალური დისკრედიტაცია და მოწყვიტონ ის მეგობრებისგან. ის სიცურე, რომელიც იღვრება მაშინდელი მოვლენების ინტერპრეტირებისას ბატონი მელიას მიერ, რომელსაც მე არ ვიცნობ, ადასტურებს, რომ სიცრუის ხარჯზე ცდილობენ შელახონ საქართველოს იმიჯი მისი მეზობელბის თვალში“, – განაცხადა გავრილოვმა „ტვ პირველთან“ საუბრისას.

„ამ შემთხვევაში იქნება ნორმალური მრავალვექტორული, მრავალპოლარული პოზიცია სუვერენული საქათველოსი. მე მზად ვარ შევხვდე ყველას, საქართველოს პარლამენტის წევრებს, პოლიტიკურ ძალებს საქართველოში, რომლებიც დაინტერესებული არიან საქართველოს განვითარებით და იკავებენ პროქართულ პოზიციას. მე მინდა საქართველოს მთავრობამ, პარლამენტმა, პასუხისმგებლიანმა პოლიტიკურმა ძალებმა, მათ შორის „ნაციონალურმა მოძრაობამ“, თუ ისინი ფიქრობენ საკუთარ ხალხზე, იმოქმედონ პრაგმატულად, რათა შეწყვიტონ რუსოფობიული ისტერია და რუსეთთან იქონიონ ეკონომიკური და კულტურული ურთიერთობა“, – განაცხადა გავრილოვმა.