მნიშვნელოვანია, არსებულ შეშფოთებას ხელისუფლება უსმენდეს – დეგნანი ნამახვანზე

საქართველოში აშშ-ს ელჩი, კელი დეგნანი ნამახვანჰესის მოწინააღმდეგე აქციას ეხმიანება და ამბობს, რომ მნიშვნელოვანია, ხელისუფლება საზოგადოების შეშფოთებას უსმენდეს და აბალანსებდეს ქვეყანაში ენერგოდამოუკიდებლობის საკითხს.

“მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოებაში არსებულ შეშფოთებას ხელისუფლება უსმენდეს, განიხილავდეს და მხედველობაში იღებდეს. გამოხატვის თავისუფლება და ამ შეშფოთების გამოთქმის თავისუფლება ძალიან მნიშვნელოვანია, ასევე მნიშვნელოვანია, რომ მთავრობამ დაუთმოს დრო ამ შეშფოთების მოსმენას და იმუშაოს მის მოსაგვარებლად.

მთავრობამ უნდა დააბალანსოს ეს საქართველოს ენერგეტიკულ დამოუკიდებლობასა და დიფერენციაციასთან მიმართებით, რათა საქართველო არ იყოს დამოკიდებული რუსეთზე ელექტროენერგიის გამო, საქართველოს მოქალაქეებს არ ჰქონდეთ ბევრი გადასახადი ელექტროენერგიის გამო. ეს რთული ბალანსია, თუმცა, უმთავრესია საზოგადოების შეშფოთების მოსმენა და მათი ჩართვა ამ ენერგოპროექტების განვითარებაში”,– განაცხადა დეგნანმა.

ცნობისთვის, უკვე მეორე დღეა “რიონის ხეობის მცველები” თბილისში საპროტესტო აქციას მართავენ. მათ დღეს გადაკეტეს მტკვრის მარჯვენა სანაპირო, ახლა კი პარალიზებული აქვთ რესპუბლიკის მოედანი. ისინი პიკეტირების გაგრძელებას მანამდე აპირებენ, სანამ მათი შესრულდება.