“მივესალმები იმ ნაბიჯებს, რომლებიც მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით გადაიდგა. მოხარული ვარ, რომ მისი გამოჯანმრთელების პროცესი სწორი მიმართულებით მიდის. რა თქმა უნდა, ეს არ ნიშნავს, რომ ყველაფერი დასრულდა და კარგადაა.

ჩვენ გავაგრძელებთ სიტუაციაზე დაკვირვებას მისი ფუნდამენტური უფლებების, მათ შორის მისი პირადი ინფორმაციისა და ღირსების უფლებების დაცვის კუთხით. მნიშვნელოვანია მისი პირადად დასწრება სასამართლო პროცესზე, რადგან ეს გათვალისწინებულია საქართველოს კანონით და ასევე ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით”

თქვა ევროკავშირის ელჩმა კარლ ჰარცელმა საქართველოს მესამე პრეზიდენტზე.