“დამატებითი მობილობის შეზღუდვა შესაძლებელია ისევ დადგეს დღის წესრიგში, თუ ჰოსპიტალური და ჯანდაცვის სექტორის შესაძლებლობა იქნება კრიტიკული. ჯერჯერობით, ჯანდაცვის სექტორს აქვს იმის რესურსი, რომ მზარდი შემთხვევები მართოს როგორც ბინაზე, ისე ჰოსპიტალში. მათემატიკურ ფორმულაში ამის გადატანა ძალიან რთულია. მომდევნო კვირის განმავლობაში, რა თქმა უნდა, ჩატარდება დამატებითი კონსულტაციები, ანალიზი და ამის შემდეგ შესაძლებელია ვიფიქროთ მობილობის სხვა ტიპის რეგულაციაზე”

განაცხადა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ.