მოგეხსენებათ, ოპოზიციის გარეშე მუშაობა საკმაოდ რთული იქნება – გახარია

პრემიერმინისტრობის კანდიდატს, გიორგი გახარიას პარლამენტში ქართული ოცნების ფრაქციის სხდომაზე უსმენენ.

გახარიამ სიტყვით გამოსვლის დროს თქვა, რომ “ძალიან რთული იქნება ოპოზიციის გარეშე მუშაობა”.

“ყველას კარგად გვესმის, რომ 2021 წელიც იქნება უაღრესად მძიმე და გამოწვევებით სავსე. ეს აორმაგებს როგორც მთავრობის, ისე – პარლამენტის პასუხისმგებლობას, რომელსაც სამწუხაროდ ჯერ კიდევ არ ჰყავს ჯანსაღი ოპოზიცია. ყველას კარგად მოგეხსენებათ, რომ ოპოზიციის გარეშე მუშაობა საკმაოდ რთული იქნება, იმ გამოწვევების გათვალისწინებით, რომლის წინაშეც დღეს დგას ქვეყანა – როგორც გლობალური პანდემიის, ისე ეკონომიკური კრიზისისა და იმ პოლიტიკური პროცესის თვალსაზრისით, რომელიც დღეს ქვეყანაში მიმდინარეობს.

როდესაც ჩვენმა მოქალაქეებმა არჩევნებში მიიღეს მონაწილეობა, დაახლოებით 2 მილიონმა ადამიანმა, ეს პასუხისმგებლობა და ვალდებულება დააკისრა თითოეულ ჩვენგანს, ამიტომ ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ მიუხედავად ყველა იმ გამოწვევისა და სირთულისა, რომელიც ჩვენს წინაშე იქნება მომავალი წლების განმავლობაში, ყველამ ერთად უნდა ვიზრუნოთ ეფექტიანობაზე. მთავრობა ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ პროგრამა, რომელიც წარმოდგენილია პარლამენტის წინაშე და სახელად ჰქვია „ევროპული სახელმწიფოს მშენებლობისკენ“, განვახორციელოთ სრულად”. – თქვა გიორგი გახარიამ. ~

დეპუტატები დღეს ქართული ოცნების სხდომაზე პრემიერმინისტრობს კანდიდატს, გიორგი გახარიას უსმენენ.