“მოდით, ერთი კვირა მოვიცადოთ“–გაიდაიმ ფრონტიდან კარგი ამბები მინიშნებით დააანონსა

უკრაინელ სამხედროებს ლუგანსკში შეიძლება გარკვეული წარმატებები ჰქონდეთ. ამის შესახებ ლუგანსკის საოლქო ადმინისტრაციი სხელმძღვანელმა, სერგეი გაიდაიმ დააანონსა.

მისი თქმით, დაახლოებით ერთ კვირაში საზოგადოებისთვის ცნობილი გახდება კარგი ამბები ფრონტის ამ მიმართულებიდან.

“რაც შეეხება იმას, რა ხდება ფრონტის ხაზზე ლუგანსკის ოლქში. მოდით, ერთი კვირა მოვიცადოთ. ვფიქრობ, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალები კარგი ამბებით გაგვახარებენ, რომლებსაც ლუგანსკის 300 000–ზე მეტი მაცხოვრებელი ელოდება“–თქვა გაიდაიმ.

უკრაინის აღმოსავლეთში უკრაინის შეიარღებული ძალების კონტრშეტევა გრძელდება. ხარკოვის კონტრშეტევის შემდეგ ინფორმაცია ფრონტიდან მწირია. უკრაინული მხარე დეტალებზე არ საუბრობს.