“მოდი აბა თუ მაგარი ბიჭი ხარ” – ნათელაშვილი ბიძინა ივანიშვილს დებატებში იწვევს

ლეიბორისტული პარტიის ლიდერი შალვა ნათელაშვილი “ქართული ოცნების” თავმჯდომარეს ბიძინა ივანიშვილს დებატებში იწვევს. ამის შესახებ შალვა ნათელაშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, ის მზად არის ივანიშვილს დებატებში ვირტუალურადაც შეხვდეს.

“მოვუწოდებ ბიძინა ივანიშვილს დამიჯდეს სატელევიზიო დებატებში, სადაც მთლიანად იქნება ის მხილებული, როგორც მატყუარა გადამგდები, მტაცებელი, ქვეყნის დამაქცევარი. რის შემდეგაც იმედია თვითონ დაკარგავს წაგებამდე პოლიტიკური მოღვაწეობის ყოველგვარ სურვილს. თუ ასე ძალიან ეშინია კორონასი, მე მზად ვარ ვირტუალურ დებატებშიც შევიდე მასთან”, – განაცხადა ნათელაშვილმა.