მოვა დრო, საქართველოსთან ერთად განვსაზღვრავთ ჩვენი სახელმწიფოების საზღვრებს – გაგლოევი

“უნდა ვიპოვოთ სპეციალისტები, ვინც მოამზადებენ რუკას უკვე ხელმისაწვდომ მასალებზე და ინფორმაციაზე დაყრდნობით და სახელმწიფო საზღვრის დემარკაციისა და დელიმიტაციის კომისიასთან ერთად ჩვენ სწორი მიმართულებით ვიმუშავებთ. ეს საკითხები ერთად უნდა განვიხილოთ და ერთად ვიმუშაოთ. ეს ჩვენი მომავლის საკითხია და მისი პოლიტიზება არ უნდა მოხდეს. უნდა ვიმუშაოთ არსებულ საკითხებსა და პრობლემებზე… დარწმუნებული ვარ მოვა დრო, როცა საქართველოსთან ერთად დავსხდებით მოლაპარაკებების მაგიდასთან რათა განვსაზღვროთ ჩვენი სახელმწიფოების საზღვრები”

განაცხადა თვითაღიარებული ე.წ სამხრეთ ოსეთის ე.წ პრეზიდენტმა ალან გაგლოევმა 25 მარტს გამართულ პრესკონფერენციაზე.