მოვიპოვეთ საბრძოლო ტექნიკა, რომლებიც რუსებმა პოზიციებიდან გაქცევისას დატოვეს – უკრაინის გენშტაბი

რუსმა ოკუპანტებმა ტექნიკა და სხვადასხვა ტიპის შეიარაღება, პოზიციებიდან გაქცევისას დატოვეს, რომლებიც შემდეგ უკრაინელებმა მოიპოვეს. ამის შესახებ ინფორმაციას, უკრაინის გენშტაბი ავრცელებს.

უკრაინელებს ხელში ჩაუვარდათ, რუსების საბრძოლო ჯავშან მანქანა БМП-3  და სხვა სამხედრო ტექნიკა.

“128-ე ბრიგადა, უკრაინის შეიარაღებული ძალების სხვა დანაყოფებთან ერთად აგრძელებს რუსი ჯარისკაცების განდევნას უკრაინის დროებით ოკუპირებული ტერიტორიებიდან. იერიშის დროს, რუსი სამხედროები გაიქცნენ საკუთარი პოზიციებიდან, დატოვეს პრაქტიკულად ახალთახალი БМП-3 სრული საბრძოლო მასალებით, საბუთებით, პირადი ნივთებითა და იარაღით (ჭურვები, ცეცხლსასროლი იარაღები და ნაღმები). დოკუმენტაციის მიხედვით, დადგინდა რომ ამ ტერიტორიაზე იმყოფებოდნენ რუსი ჯარისკაცები 43057 სამხედრო დანაყოფიდან, რომელიც ჩრდილოეთ ოსეთში – ქალაქ ვლადიკავკაზში, სპუტნიკის დასახლებაში არის დაფუძნებული”, – წერია გენშტაბის განცხადებაში.