მოვუწოდებთ ხელისუფლებას, გადაიყვანონ ყოფილი პრეზიდენტი სამოქალაქო საავადმყოფოში – EPP

„ევროპის სახალხო პარტია” საქართველოს ხელისუფლებას, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო საავადმყოფოში გადაყვანისკენ მოუწოდებს. განცხადებაში ისინი სააკაშვილის ჯანმრთელობაზე სრულ პასუხისმგებლობას ხელისუფლებას აკისრებენ. აღნიშნულ განცხადებას “ევროპის სახალხო პარტია” Twitter-ზე აქვეყნებს.

“შეშფოთებული ვართ გავრცელებული ინფორმაციით, რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა. მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, დაუყოვნებლივ გადაიყვანონ ყოფილი პრეზიდენტი სააკაშვილი შესაფერის სამოქალაქო საავადმყოფოში. წინააღმდეგ შემთხვევში, ხელისუფლება სრულად არის პასუხისმგებელი ჯანმრთელობის მდგომარეობის ნებისმიერ გაუარესებაზე”, – ნათქვამია განცხადებაში.