“სარეკლამო კომპანია “ალმა თბს” 1994 წელს დავაარსეთ ბერძნულ კომპანიასთან ერთად. ალბათ გახსოვთ ჩაბნელებულ ქალაქში პირველი განათებული ავტობუსის გაჩერებები, თანამედროვე სარეკლამო დაფები, ბილბორდები და სხვა.

ჩვენი მიზანი იყო, რომ ამ ბანერებსა და ბილბორდებზე ბიზნესისა და ქვეყნის წარმატებისა და პროგრესის მაჩვენებელი მასალა გასულიყო. მრავალი წლის წინ “თბს ჯგუფი” გამოვიდა ამ ბიზნესიდან,
დღეს ამ სარეკლამო დაფებზე ძალადობრივი და სისხლიანი სურათებია, ეს მიუღებელია!

მოვუწოდებ კომპანიის მფლობელებს სასწრაფოდ ჩამოხსნან სიძულვილის ენისა და ძალადობრივი ხასიათის შემცველი ბანერები! ამას ჩვენი შვილები უყურებენ. ნუ შევაჩვევთ მათ სიძულვილის ენას, ნუ გადავაქცევთ ამ არჩევნებს კიდევ უფრო დიდი დაძაბულობისა და დაპირისპირების კერად…”

წერს “ლელოს” ლიდერი, მამუკა ხაზარაძე “სისხლიან” ბანერებზე.