“მინდა მოვუწოდო ქართულ ოცნებას, გადადგან ეს ნაბიჯი, ჩამოხსნან ეს ბანერები. ჩვენ გვესმის, რომ ქართული ოცნების მმართველობის პირობებში ბიზნესიც წნეხის ქვეშ არის, ბიზნესის წარმომადგენლები ვერ იღებენ ისეთ გადაწყვეტილებებს, რომლებიც იქნება ქართული ოცნების ნების საწინააღმდეგო და სწორედ ამიტომ ვხედავთ ჩვენ ამ ბანერებს დღეს, რომლებიც ძაბავს ვითარებას, ხელს უწყობს ვითარების ესკალაციას, ადამიანებს შორის დაპირისპირების გაღრმავებას. ამიტომ მინდა მოვუწოდო ქართულ ოცნებას – ჩამოხსნას ეს ბანერები, ეს უნდა იყოს ბოლო არჩევნები, როდესაც ასეთი ტიპის ბანერები ვრცელდება ქალაქში და ჩვენს ქვეყანაში”

განაცხადა “ლელოს” ერთ-ერთმა ლიდემა, თბილისის საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატმა ბადრი ჯაფარიძემ. ცნობისთვის, “სისხლიანი” ბანერები ქვეყნის მასშტაბით 2 დღის წინ გამოაკრეს.