”რაც შეეხება ნიკა გვარამიას საქმეს მისი პოლიტიკური პოზიციისა და ჟურნალისტური საქმიანობის გათვალისწინებით ასევე იმ ბრალდებებისა და არაპროპორციული სასჯელის გათვალისწინებით მე მოვუწოდებ საქართველოს პრეზიდენტს, რომ მან გამოიყენოს მანდატი და შეიწყალოს ნიკა გვარამია. ოლიგარქი უფრო მეტია, ვიდრე უბრალოდ მდიდარი ადამიანების ყოფნა ქვეყანაში. მე მინდა, რომ მოლდოვის მაგალითი მოვიყვანო. ახლა ევროპულ საბჭოში, პარლამენტსა და კომისიაში ამ ქვეყნის შესახებ შეკითხვები აღარ არის და თუ 4 წლის წინანდელ ვითარებას შევადარებთ, დაუჯერებელი საოცარი პროგრესი განიცადა მოლდოვამ.

ყველაფერი კი დაიწყო პლახატნიუკის მოშორებით, პოლიტიკურ და ეკონომიკურ ცხოვრებაზე გავლენის ბერკეტებით წართმევით, რაც დასავლეთის დახმარებით მოხდა. მხოლოდ ამის შემდეგ გახდა შესაძლებელი, ამ ქვეყანაში ცვლილებების განხორციელება. საქართველოში ჩემი აზრით, ყველა იცის, თუ ვინ ახდენს გავლენას ქვეყნის საზოგადოებრივ და ეკონომიკურ თუ პოლიტიკურ ცხოვრებაზე”

ამის შესახებ ევროპარლამენტარმა ანნა ფოტიგამ “მთავარ არხთან” ინტერვიუში ისაუბრა.