მოვუწოდებ ყველა ორსულს, რომ აუცილებლად აიცრას – ამირან გამყრელიძე

მოვუწოდებ ყველა ორსულს, რომ აუცილებლად აიცრას –  დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორი, ამირან გამყრელიძე ორსულებს აცრისკენ მოუწოდებს.

“ფაიზერი საკმარისია ქვეყანაში, მოვუწოდებ, დღეს თქვენი ეთერების საშუალებით, ყველა ქალბატონს, ყველა ორსულ ქალბატონს, ან იმ ქალბატონს, რომელსაც უნდა, რომ დაფეხმძიმდეს, აუცილებლად აიცრას. უკვე, სამწუხაროდ, გვაქვს იცით რამდენი შემთხვევაც ორსული ქალბატონის კოვიდით გარდაცვალების, ამიტომ გთხოვთ ყველას, ასევე, ვთხოვ ჩემს კოლეგებს, მეან გინეკოლოგებს, რომელთა სიტყვასაც აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა ორსული ქალბატონის მართვაში, რომ როდესაც მიდიან კონსულტაციაზე, მათ ურჩიონ, რომ აიცრან”, – ამბობს გამყრელიძე.