მოვძებნოთ, გამოვიყენოთ მისი წინასწამეტყველური ნიჭი – ბუაძე ელისაშვილის ცნობილ ვიდეოზე

ლელოს წევრი საბა ბუაძე ალეკო ელისაშვილის პარლამენტში შესვლას ეხმიანება და ამბობს, რომ ის ადამიანი უნდა იპოვონ, ვინც ალეკო ელისაშვილს ცნობილ ვიდეოში უთხრა: “არ ჩაი#ვა, ალეკო”.

“ჩვენ უნდა მოვძებნოთ ის ადამიანი, რომელიც ცნობილ ვიდეოში ალეკო ელისაშვილს აძლევს შეგონებას, ვინაიდან, ამ ადამიანს, აღმოაჩნდა საოცარი წინასწარმეტყველური ნიჭი. ეს ნიჭი ქართული პოლიტიკის განჭვრეტისთვის აუცილებლად უნდა გამოვიყენოთ. სხვა კომენტარს ამ საკითხთან დაკავშირებით ბუნებრივია აღარავინ აკეთებს,”,– თქვა საბა ბუაძემ.

პარტია მოქალაქეების ლიდერებმა, ალეკო ელისაშვილმა და ლევან იოსელიანმა პარლამენტში შესვლა გადაწყვიტეს. ელისაშვილის მტკიცებით, ყველა ის საკითხი, რაზეც ქართულ ოცნებასთან შეთანხმდნენ, თუ პარლამენტში პირველ მარტამდე არ დაინიცირდება, საკანონმდებლო ორგანოდან გავლენ