მოლდოვას რუმინეთმა აჩუქა ვაქცინის დოზები, ჩვენ არც მეგობრები გვყავს? – კულუმბეგოვი

მოლდოვას 21 ათასი დოზა”ასტრაზენეკას” ვაქცინა რუმინეთმა გადასცა. ამის შესახებ ინფორმაცია მოლდოვის პრეზიდენტმა მაია სანდუმ გაავრცელა. რუმინეთი მოლდოვას ვაქცინის 200 000 დოზას გადასცემს

ალერგოლოგ-იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი ამ ინფორმაციას გამოეხმაურა:

“მოლდოვას დღეს რუმინეთმა აჩუქა ვაქცინის გარკვეული დოზები. ჩვენ არც მეგობრები გვყავს?”,– წერს კულუმბეგოვი Facebook–ზე.

საქართველოში ჯერ არცერთი ვაქცინა არ შემოსულა. მთავრობა შემოსვლის თარიღსაც ვერ ასახელებს და ვაქცინის დაგვიანებას საერთაშორისო კონკურენციითა და ვაქცინის დეფიციტით ხსნის.