„ძალიან საგანგაშოა ეპიდსიტუაციის მაჩვენებელი, რომელიც მაღალ ციფრებზე ნარჩუნდება. დღევანდელი მონაცემი რაც გვქონდა 2141 – ეს კვირის ფენომენია, რადგან კვირას ტესტირების რაოდენობა მცირდება. ზოგადად ორი კვირაა ახალი შემთხვევების რაოდენობა 3 500-სა და 4 500 -სს შორის მერყეობს, ეს ნიშნავს რომ ეპიდსიტუაციის მაღალი მაჩვენებელია, შესაბამისად მომატებულია ინციდენტობა.

მომატებული იყო რეპროდუქციის ინდექსი, თუმცა ბოლო ორი კვირაა და განსაკუთრებით დღეს საპროგნოზოდ ცოტა უფრო დამაიმედებელია, რომ რეპროდუქციის ინდექსი ჩამოსცილდა 1-ს, გარკვეული პერიოდი ჩვენ 1.83 გვქონდა.

ქვეყანაში ძალიან არის მომატებული მობილობა ძალიან ბევრი ფაქტორს გამო, ამიტომ, დამამშვიდებელ პროგნოზს ვერ ვიძლევით. სამწუხაროდ, ყველაზე მძიმე ინდიკატორი – სიკვდილიანობა უკვე სტაბილურად რამდენიმე დღეა ისევ 40-ს გადასცდა, მაშინ, როდესაც გარკვეული პერიოდი, ოქტომბრის დასაწყისში 30-ს ქვემოთ ვიყავით. მით უმეტეს, როდესაც ასე რადიკალურად მცირდება აცრის ყოველდღიური მაჩვენებელი…”

ამბობს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე.