“მომხრეა ნებაყოფლობითი იყოს ვაქცინა” – ტიკარაძე ილია მეორეს შეხვდა

“მომხრეა ნებაყოფლობითი იყოს ვაქცინა” – ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე ილია მეორეს შეხვდა. როგორც საპატრიარქოდან გამოსულმა ტიკარაძემ განაცხადა, შეხვედრის მიზანი სასულიერო პირებისა და პატრიარქის ინფორმირება იყო ვაქცინასციასთან დაკავშირებით

“ამ შეხვედრის მიზანი იყო მისი დეტალურად ინფორმირება, თუ როგორ მიმდინარეობს ქვეყანაში ეპიდვითარება და როგორ არის დაგეგმილი ვაქცინაციის პროცესი, რას მოიცავს ვაქცინაცია, რა რისკები და დადებითი შედეგები შეიძლება მას ჰქონდეს ჩვენი მოქალაქეებისთვის” – ამბობს ტიკარაძე.