“მოოქროვილი უნიტაზების არხზე მოოქროვილი განავალი გროვდება“–გვარამიას პასუხი ტელეკომპანია იმედს

მთავარი არხის დამფუძნებელი, ნიკა გვარამია საკუთარ გადაცემაში ტელეკომპანია იმედს პასუხობს, რომელმაც ცოტა ხნის წინ არხის საიმიჯო რგოლი დაამზადა. რგოლში იმედის წამყვანები თანამედროვე მატარებელში სხედან, რომელიც მაღალი სიჩქარით მიდის. პარალელურად კი რელსებზე დაბალი სიჩქარით მოძრაობს ე.წ. დრეზინა, წარწერით – ფეიქ ნიუსი.  მამაკაცი კი, რომელიც მას მართავს ნიკა გვარამიას გავს.  ნიკა გვარამიამ იმედის რგოლის ახლებური ვერსიაც გაუშვა ეთერში, რუსული სიმღერის – „Подмосковные вечера„-ს ფონზე, შემდეგ კი იმედს რუსულ სახელმწიფო ტელეარხზე გასული სიმღერა მიუძღვნა.

“ტვ იმედი სწორად ხედავს საკუთარ სახეს, როგორც მოოქროვილ ფეიქ მატარებელს, მოოქროვილს, როგორც მახინჯი მმართველი მილიარდერების  უნიტაზებია. მაგალითად იანუკოვიჩისა, შესაძლოა ივანიშივილისა, შესაძლოა პატარკაციშვილსაც. ჩვენ ხომ არ ვიცით , მათი უნიტაზები არ გვინახავს, მაგრამ ვნახავთ , როგორც იანუკოვიჩის ვნახეთ თავის დროზე და მუზეუმის ექსპონატად იქცა. მოოქროვილი უნიტაზების არხზე მოოქროვილი განავალი გროვდება. მოოქროვილი, მაღალი ხელფასებით, მაგრამ მაინც განავალი.

ამ კლიპში მეც არ ვარ ნამდვილი, მეც ვიღაც მთამაშობს, მაგრამ დრეზინა, რაზეც მე ვარ ამხედრებული, ეს ნამდვილია. ეს ხელსაწყო არის შეუცვლელი და იგი ამოწმებს რკინიგზის უსაფრთხოებას, რამდენად უსაფრთხოდ გაივლის მასზე მატარებელი, რამდენად მგრადია საფუძველი, რამდენად კარგად არის ყველაფერი. ამას ამოწმებს დრეზინა, რომელსაც მე ვამართავ ამ კლიპში და რომელიც ნამდვილია. ერთადერთი რამ არის ამ კლიპში, რაც ნამდვილია და მადლობ. მე და ჩემი არხი ნამდვილად ვამოწმებთ, რამდენად ნორმალურად, უსაფრთხოდ და  კარგად მიდის ამ ქვეყანაში ყველაფერი , ნამდვილად ამით ვართ დაკავებული და არ ვსხედვართ ფეიქ მოოქროვილ მატარებელში, იმიტომ რომ არ ვართ მოოქროვილი განავალი. მოოქროვილი უნიტაზი ჩვენი არჩევანი არ არის.“– თქვა ნიკა გვარამიამ.