“დღევანდელი მონაცემებით თანდათან მატულობს ომიკრონის ცირკულაციის წილი საერთო დადებით შემთხვევებში. ქვეყნის საშუალოდ 50%-ია, თბილისში 65% და დანარჩენ რეგიონებში 30%-ს [აღწევს]. დროის მოკლე მონაკვეთში დიდი რაოდენობით გვექნება კუმულაციური ციფრები დადებითი მაჩვენებლებისა. რა თქმა უნდა, მოსალოდნელია ჯანდაცვის სექტორის გადატვირთვა, ამიტომ არ უნდა დავმშვიდდეთ, კი, შედარებით ნაკლებია გართულებები ომიკრონის დროს, განსაკუთრებით აცრილებში და ბუსტერიზირებულებში. ამიტომ ბუსტერიზაცია, სრული აცრა, დისტანციის დაცვა, პირბადის ტარება – თუ ამ ყველაფერს შევასრულებთ, შედარებით ნაკლებ დამაზიანებელი იქნება ეს ტალღა”

ამბობს დაავადებთა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე რუსთავი 2-თან საუბრისას.