მოსამართლეთა რიგგარეშე კონფერენცია შეძახილების – „სირცხვილია“, „სამარცხვინოები”, ფონზე მიმდინარობს

იუსტიციის უმაღლეს სკოლაში მოსამართლეთა რიგგარეშე კონფერენცია შეძახილების –  „სირცხვილია“, „სამარცხვინოები”, ფონზე მიმდინარობს.

საპროტესტო აქციის მოთხოვნაა, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრების არჩევის პროცესის შეჩერება, 2021 წლის 19 აპრილის შეთანხმების იმ დათქმის შესრულებამდე, რომელიც გულისხმობს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების გამჭვირვალე და სამართლიან გარემოში არჩევის უზრუნველყოფას. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრების არჩევის პროცესის შეჩერება, 2021 წლის 19 აპრილის შეთანხმების იმ ნაწილის შესრულებამდე, რომელიც გულისხმობს საბჭოს წევრების გამჭვირვალე და სამართლიან გარემოში არჩევის უზრუნველყოფას!

ადგილზე მობილიზებულია პოლიცია, რომელიც აქტივისტებს წესრიგის დაცვისკენ მოუწოდებს.

“მართლმსაჯულების სისტემას დაპატრონებილი კლანი საკუთარი ძალაუფლების გამტკიცებასა და გავლენების გაფართოებას ცდილობს. ამ მიზნით, 2021 წლის 26 მაისს ჩაინიშნა მოსამართლეთა რიგგარეშე კონფერენცია, რომელზეც მოსამართლეთა უმრავლესობა იუსტიციის უმაღლეს საბჭოს 4 მოსამართლე წევრს აირჩევს.

სასამართლოს დამოუკიდებლობის გარანტად წოდებული იუსტიციის უმაღლესი საბჭო სასამართლო ხელისუფლების მთავარი მმართველი ორგანოა. საბჭოს 5 არამოსამართლე წევრს პარლამენტი ირჩევს. 4 მოსამართლე წევრი მოსამართლეთა კონფერენფიაზე, პირდაპირი კენჭისყრის გზით აირჩევა. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 15 წევრის ხელშია მოსამართლეთა დანიშვნა, მათი დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლება და დისციპლინარული სანქცირება. დღევანდელი მდგომარეობით მართლმსაჯულების სისტემაში გაბატონებული ჩინჩალაძე-მურუსიძის კლანი, რომელიც გარიგებულია პოლიტიკურ ხელისუფლებასთან სრულად აკონტროლებს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს. შესაბამისად, კლანს აქვს სრული კონტროლი მოსამართლეთა აბსოლიტურ უმრავლესობაზე. ამ ფაქტს ადასტურებს მოსამართლეთა კონფერენციების მრავალწლიანი პრაქტიკა. მოსამართლეთა მიერ ყოველთვის იმ
კანდიდატების არჩევა ხდება, რომლებიც ჩინჩალაძე-მურუსიძის კლანის წარდგენილები არიან.
აღსანიშნავია, რომ სტრატეგიული პარტნიორების მედიაციით მიღწეული შეთანხმების დოკუმენტი ითვალიწინებს სასამართლოს რეფორმას, რომელიც თავის მხრივ, მოიაზრებს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს რეფორმასაც. მმართველი და ოპოზიციური პარტიების მიერ საერთაშორისო საზოგადოების წინაშე აღებული ვალდებულებების მიუხედავად, პარლამენტში მართლმსაჯულების რეფორმასთან დაკავშირებით მსჯელობა დაწყებული არ არის.
ამ ფაქტის გათვალისწინებით, მოსამართლეთა რიგგარეშე კონფერენციის ჩატარება და საბჭოს მოსამართლე წევრების არსებული კანონმდებლობით არჩევა ხელს უშლის ხარისხიანი და ეფექტური მართლმსაჯულების განხორციელებას, აძლიერებს სასამართლოში პოლიტიკური ხელისუფლებისა და კლანური დაჯგუფების ინტერესებს და ეწინააღმდეგება 19 აპრილის შეთანხმების სულისკვეთებას.
სასამართლო სისტემა ვერ გათავისუფლდება კლანური მმართველობისგან, თუ იუსტიციის უმაღლესი საბჭო არ გახდა დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი ორგანო.
საპროტესტო აქციის მოთხოვნაა, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრების არჩევის პროცესის შეჩერება, 2021 წლის 19 აპრილის შეთანხმების იმ დათქმის შესრულებამდე, რომელიც გულისხმობს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების გამჭვირვალე და სამართლიან გარემოში არჩევის უზრუნველყოფას!
ჩვენი მოთხოვნაა, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრების არჩევის პროცესის შეჩერება, 2021 წლის 19 აპრილის შეთანხმების იმ ნაწილის შესრულებამდე, რომელიც გულისხმობს საბჭოს წევრების გამჭვირვალე და სამართლიან გარემოში არჩევის უზრუნველყოფას!”-ნათქვამია მოძრაობა “სირცხვილიას” მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ცნობისთვის, მოსამართლეთა რიგგარეშე XXIX კონფერენციაზე მოსამართლეები იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 4 მოსამართლე წევრს აირჩევენ და ჩაანაცვლებენ საბჭოს იმ მოსამართლე წევრებს, რომლებსაც საბჭოში მუშაობის ვადა ეწურებათ. ესენი არიან: ირაკლი შენგელია, დიმიტრი გვრიტიშვილი, ირაკლი ბონდარენკო და ვასილ მშვენიერაძე.