“ჩვენთვის ახლაც, კვლავ რჩება მთავარ საზრუნავ საკითხად, რაც დღემდე გადაუჭრელია – მოხერხდეს მიხეილ სააკაშვილის გადაყვანა საზღვარგარეთ შესაბამის სამედიცინო დაწესებულებაში. ვფიქრობ, ბოლო დღეებში არაერთი კომენტარი მოვისმინეთ, რომ მკურნალობის რესურსი ამოწურულია და რაიმე სახის დადებითი დინამიკის შექმნაც კი შეუძლებელია, არათუ მისი შენარჩუნება. ამიტომ გამოსავალი კვლავაც რჩება მიხეილ სააკაშვილის რაც შეიძლება სწრაფად, საზღვარგარეთ გადაყვანა. შევედით კულმინაციურ ფაზაში, როდესაც მოსამართლემ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება – ან მიხეილ სააკაშვილისთვის სიცოცხლის შენარჩუნების სასარგებლოდ, ან მორალურად და ზნეობრივად სასიკვდილო განაჩენის გამოტანა უნდა შეძლოს ხელისუფლების დავალებით. „ნაციონალური მოძრაობის“ მთელი ძალისხმევა მიმართული იქნება ამ სასამართლო პროცესებისკენ“,

განაცხადა, ენმ-ის თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ.