“გვაკრიტიკებენ, კრიტიკა არ გვაკლია. როცა ამბობენ, ვისი პასუხისმგებლობაა, რეალურად და ცალსახად, ვაქცინაციის [დაბალ მაჩვენებელზე] პასუხისმგებლობა არის არა მთავრობის, არა ხელმძღვანელობის, არა ჯანდაცვის, არამედ მოსახლეობის და რატომ, არ ვარ ტენდენციური – ჯანდაცვამ და მთავრობამ გააკეთა ყველაფერი. ვინმემ დამისახელოს კიდევ რა შეიძლებოდა გაეკეთებინა. შემოიტანა ხუთი დასახელების ყველაზე უკეთესი ვაქცინა, მათ შორის, დღეისთვის ყველაზე რეიტინგული Pfizer-ი. გახსნა ვაქცინაციის 500 პუნქტი მთელ საქართველოში, მათ შორის, მობილური პუნქტები ავტობუსებში. ჯანდაცვის მესვეურები მოგზაურობდნენ და მოგზაურობენ რეგიონებში, სოფელ-სოფელ, კარდაკარ დადიან და არწმუნებენ მოსახლეობას, რომ აიცრან. ამაზე მეტი არცერთ ქვეყანაში არ გაკეთებულა და მეტი რა შეიძლებოდა გაკეთებულიყო?! აი, რატომ ვამბობ, რომ ჩვენთან მოსახლეობას ეკისრება ძალიან მაღალი პასუხისმგებლობა, ზოგ ქვეყანაზე მეტი, თორემ არის ანტივაქსერული გაგებით ჩვენზე უარესი ქვეყნებიც. ძლიერი გამოდგა ანტივაქსერული დამოკიდებულება და სკეპტიციზმი ვაქცინის მიმართ”

ამბობს ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელი, თენგიზ ცერცვაძე პალიტრანიუსის ეთერში.