მოსკოვის გარეუბანს დრონებით შეუტიეს

მოსკოვის რეგიონის გუბერნატორმა ანდრეი ვორობიოვმა განაცხადა, რომ რეგიონში რამდენიმე დრონი ჩამოაგდეს.

“დღეს დილით მოსკოვის რეგიონის ზოგიერთ რაიონში მაცხოვრებლებს ესმოდათ აფეთქების ხმები – ეს არის ჩვენი საჰაერო თავდაცვა. მოსკოვთან მიახლოებისას რამდენიმე თვითმფრინავი ჩამოაგდეს. მოსახლეობას ვთხოვ სიმშვიდის შენარჩუნებას”, – წერს ის.

მოსკოვის მერი სობიანინი: დრონების თავდასხმის შედეგად რამდენიმე შენობა დაზიანდა
„დღეს დილით, უპილოტო საფრენი აპარატის თავდასხმის შედეგად, მცირედ დაზიანდა რამდენიმე შენობა. შემთხვევის ადგილზეა ქალაქის ყველა სასწრაფო დახმარება. ისინი იძიებენ შემთხვევის გარემოებებს. ამ დროისთვის მძიმედ დაშავებულები არ არიან“, – წერს მოსკოვის მერი სერგეი სობიანინი ტელეგრამის თავის არხზე.

ერთი დრონი დაეჯახა საცხოვრებელი კორპუსის ზედა სართულებს პროფსოიუზნაიაში. განადგურდა სახლის ფასადი და მინა.

მანამდე რუსული ტელეგრამის არხები წერდნენ, რომ აფეთქება დაახლოებით დილის 4 საათზე მოხდა ახალ მოსკოვში, ატლასოვას ქუჩაზე მდებარე მაღალსართულიან კორპუსში და რომ მისი გამომწვევი დრონი შეიძლებოდა.

მოგვიანებით რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ მოსკოვს თავს დაესხა რვა დრონი დაესხა თავს.რუსეთის თავდაცვის სამინისტრო მოსკოვზე დრონებით თავდასხმაში კიევს ადანაშაულებს. სამხედრო დეპარტამენტი ირწმუნება, რომ რვა უპილოტო საფრენი აპარატიდან, რომელიც დედაქალაქში მიფრინდა, ხუთი ჩამოაგდეს მოსკოვის რეგიონში არსებული პანცირის კომპლექსით, სამი კი რადიოელექტრონული ბრძოლის საშუალებებით ჩაახშეს და ჩამოაგდეს.