მოსკოვში მატჩის დროს 17 წლის ფეხბურთელი გარდაიცვალა

რუსული მედიის ინფორმაციით, მოსკოვში მატჩის დროს 17 წლის ფეხბურთელი გარდაიცვალა. უბედური შემთხვევა მოყვარულთა ლიგის ერთ-ერთ თამაშზე მოხდა. ახალგაზრდა ფეხბურთელმა გონება დაკარგა და მიუხედავად პირველადი დახმარების გაწევისა, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

მოყვარულთა საფეხბურთო ლიგის პრეზიდენტის, დმიტრი სმირნოვის განცხადებით, გარდაცვალების მიზეზი ამ დროისთვის უცნობია.

მისივე თქმით, მსგავსი შემთხვევა ძალიან იშვიათია.