მოსული იყო ორივე დაბოლილი – კახა კუკავა იაგო ხვიჩიაზე და ვახო მეგრელიშვილზე

“მოსული იყო ორივე დაბოლილი “- განაცხადა, “თავისუფალი საქართველოს” თავმჯდომარემ, კახა კუკავამ, “გირჩის” ლიდერებზე, იაგო ხვიჩიაზე და ვახო მეგრელიშვილზე. მისი თქმით, ხვიჩია და მეგრელიშვილი ოპოზიციის შეხვედრაზე “დაბოლილები” მივიდნენ და ყურადღების მიქცევას ცდილობდნენ.

“ახალგაზრდები შეხედეთ მეგრელიშვილს და ხვიჩიას, კიდევ ერთხელ დარწმუნდებით, რომ მარიხუანას მოწევა არის მავნებელი ჯანმრთელობისთვისაც და რაც მთავარია აზროვნებისთვის. მოსული იყო ორივე დაბოლილი დღეს და უნდოდათ, როგორც ყოველთვის რასაც საერთოდ აკეთებენ, ყურადღების მიქცევა, ხან მელიას დააბრალეს, რომ პისტოლეტით დასდევდა და ახლა დღეს მოიგონეს,რაღაც მეორე სისულელე”, – ამბობს კახა კუკავა.