მოქალაქეების ლეგალური დასაქმებისთვის ბევრ ქვეყანასთან ვმუშაობთ – ზალკალიანი

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, დავით ზალკალიანის თქმით, მოქალაქეების ლეგალურად დასაქმების საკითხზე გერმანიის გარდა ბევრ ქვეყანასთან, მათ შორის საფრანგეთთან და ისრაელთან მუშაობს.

მისი თქმით, შეთანხმების ნაწილი იქნება მოქალაქეების დროებით და არა სამუდამოდ წასვლა.

„ჩვენ ვმუშაობთ არა მხოლოდ გერმანიასთან, არამედ ბევრ ქვეყანასთან ე.წ. ცირკულარული მიგრაციის მიმართულებით და ჩვენი მოქალაქეების ლეგალური დასაქმების კუთხით. ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენს მოქალაქეებს ვაიძულებთ დატოვონ ქვეყანა.

პირიქით, სწორედ ხელისუფლების პასუხისმგებლიანი პოლიტიკის ნაწილია ის, რომ ამ შეთანხმების, რომელიც გაფორმდება ამ ქვეყნებთან, შემადგენელი ნაწილი იყოს ის, რომ ეს არის არა სამუდამო წასვლა, არამედ იმ პირობით წასვლა, რომ ისინი უკან დაბრუნდნენ, როგორც კვალიფიკაცია ამაღლებული ადამიანები და საკუთარ ქვეყანას მოახმარონ გამოცდილება, რომელსაც ქვეყნის გარეთ შეიძენენ. მერწმუნეთ, რომ ყველაფერია გათვალისწინებული ისე, რომ მათი უფლებები იყო დაცული და ასევე ქვეყნის ინტერესები“, – განაცხადა მინისტრმა.