მოქალაქეები ამბობენ, რომ მრიცხველს დაგვიანებით უმოწმებენ, რათა შეღავათი არ ერგოთ – ელენე ხოშტარია

“მოქალაქეები ამბობენ, რომ მრიცხველს დაგვიანებით უმოწმებენ, რათა შეღავათი არ ერგოთ “- ევროპული საქართველოს ლიდერი ელენე ხოშტარია წერს, რომ მოქალაქეების ნაწილს დენისა და ბუნებრივი აირის გადასახადი რამდენიმე დღით გვიან მისდით, რათა მთავრობის მიერ დადგენილ სუბსიდირების ფარგლებში ჩატევა ვერ მოახერხონ.  მისი თქმით, მოქალაქეები ამბობენ, რომ მრიცხველის შესამოწმებლად რამდენიმე დღით გვიან იმისთვის მოდიან, რომ მოქალაქეები 200 კუბურ მეტრიან ზღვარში ვერ ჩაეტიონ და ბუნებრივი აირის გადასახადის დაფარვა  თავად მოუწიოთ.

“უნამუსო მაქინაცია ქართული ოცნების მხრიდან. ეხლა ვიყავი კარდაკარზე ჯიქიას 8ში და მოსახლეობამ მომიყვა. მოკლედ, რადგან შეღავათებია დაწესებული 200 (m3) გაზზე, შემმოწმებელი მოდის რამდენიმე დღით გვიან და არა ზუსტად ერთ თვეში და ოდნავ მეტიც რომ ეწერება, ცხადია, შეღავათი აღარ ეკუთვნით. ამ ფოტოში 2 დღით გადაცდა ერთ თვეს და შესაბამისად 8 (m3) ით მეტია, ამიტომ ამოვარდენ შეღავათიდან. მეორე ოჯახს 40 თეთრით გადაუცდა დენზე ისიც დაგვიანებული შემოწმების გამო და ასევე ამოვარდა.”-  წერს ელენე ხოშტარია.