მოქალაქეები და ევროპელი სოციალისტები თვალში ეპატარავებათ? – პაპუაშვილი

ქართული ოცნების დეპუტატი შალვა პაპუაშვილი ამბობს, რომ პარლამენტი ერთპარტიული არ არის, მიუხედავად იმისა, რომ ოპოზიცია ასე წარმოჩენას ცდილობს.

“მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი ოპონენტები ცდილობენ წარმოაჩინონ, რომ თითქოს, ეს ერთპარტიული პარლამენტია, აქ არითმეტიკაში ირევიან და ვერ ხედავენ, მაგალითად მოქალაქეებს – თვალში ეპატარავებათ მოქალაქეები თუ რატომ? ევროპელი სოციალისტები თვალში ეპატარავებათ თუ რატომ?”,- აცხადებს პაპუაშვილი რუსთავი 2-ის ეთერში.