მოქალაქეებს გადაადგილებაზე ერთჯერადი საშვის მიღება სპეციალურ ნომერზე დარეკვით შეეძლებათ

უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის ალექსანდრე ხოჯევანიშვილის განცხადებით, მოქალაქეებს, 22:00 საათიდან გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში, ცხელ ხაზზე დარეკვით დროებითი საშვის მიღება შეეძლებათ. ამის შესახებ ხოჯევანიშვილმა საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ბრიფინგზე განაცხადა.

„გადაუდებელი აუცილებლობიდან გამომდინარე, ჩვენს მოქალაქეებს შეეძლებათ 22:00 საათის შემდეგ გადაადგილებითვის ერთჯერადი, დროებითი საშვის მიღება 144-1- ზე დარეკვის შემთხვევაში, რომელიც ამოქმედდება დღეს, 18.00 საათიდან“,- განაცხადა ხოჯევანიშვილმა.

ცნობისთვის,  დღეიდან, 9 ნოემბრიდან, დიდ ქალაქებში – თბილისი, ქუთაისი, ბათუმი, რუსთავი, ზუგდიდი, გორი, ფოთი – 22:00 საათიდან 05:00 საათამდე იზღუდება გადაადგილება, როგორც ქვეითად, ისე – სატრანსპორტო საშუალებებით.